ზურაბ ხონელიძის მოგონებები აფხაზეთზე

ზურაბ ხონელიძის მოგონებები აფხაზეთზე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ხონელიძე აფხაზეთში გატარებულ  ახალგაზრდობის ბედნიერ  წლებს იხსენებს და საინტერესო ეპიზოდებს და ისტორიებს აცოცხლებს.

პერიოდს, როცა ჯერ კიდევ 23  წლის ახალგაზრდა, იმჟამინდელი საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს  თანამშრომლის სტატუსით, სამსახურეობრივი მივლინებით  ხშირად ჩადიოდა  ზღვისპირა სოხუმში. პროფესორი  იმ ჯანსაღ, ადამიანურ  ურთიერთობებს და აფხაზეთისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ კლიმატს იხსენებს   და ხაზს უსვამს ამ კუთხის ეგზოტიკურობასა და განსაკუთრებულ ხიბლს.   

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი საინტერესო მოგონებებზე საუბრისას გვერდს ვერ უვლის  აფხაზეთში  განვითარებულ  მტკივნეულ მოვლენებს. ამბობს, რომ ეს იყო  ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ ომი და ამით  ორივე მხარე ხაფანგში აღმოვჩნდით“. სინანულით აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, მხარეებმა სამომავლო საფრთხეები სათანადოდ   ვერ გაიაზრეს.  

ზურაბ ხონელიძე კონფლიქტის მოგვარების  უალტერნატივო გზაზე მისეულ  ხედვას - სრულიად ახალ ინოვაციურ კონცეფციას „საუნივერსიტეტო  დიპლომატიას“ გვთავაზობს.

ახალი პლატფორმის მიზანი კი  არა შედეგებთან ბრძოლა, არამედ მიზეზების გაანალიზება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა. პროფესორი, რომელსაც დღემდე აქვს ურთიერთობა აფხაზ მეგობრებთან საგულისხმო გზავნილს აგზავნის ენგურს იქით საქართველოში და საკუთარ მოგონებებს აფხაზეთზე  ასე ამთავრებს.

❞ჩვენი ერთად ყოფნა აუცილებელი პირობაა, ჩვენი მომავლის უზრუნველყოფისთვის... ქართველები და აფხაზები ერთმანეთის და ქვეყნის ბედის თანაზიარი ვართ, აფხაზი ქართველთან ერთად ამ ქვეყნის დამფუძნებელია, საქართველო წარმოუდგენელია აფხაზეთის გარეშე❝.