წარმატებული ვარ თუნდაც იმიტომ, რომ მოვიპოვე უფლება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ - სოფო ხორგუანი

წარმატებული ვარ თუნდაც იმიტომ, რომ მოვიპოვე უფლება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ - სოფო ხორგუანი

სოფო ხორგუანი პროფესიით იურისტია. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი წლებია უკვე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წარმატებით მოღვაწეობს.

წლების წინ, საკუთარი კომპანიაც  ,,7Z’’ დააფუძნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. საკონსულტაციო კომპანია ათ წელზე მეტია დევნილთა უფლებების დაცვაზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. სოფო ხორგუანი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მრავალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა, იყო სახალხო დამცველის მოადგილე.

მუშაობდა ასევე გაერთიანებული ერების დამკვირვებელთა საქართველოს მისიაში(UNOMIG)  ჯერ მედიაკონსულტანტად, შემდგომ კი ანალიტიკოსად.  ეწეოდა ჟურნალისტურ საქმინობასაც, არის European University EurAka Switzerland-ის დოქტორანტი.

უფლებადამცველი ,,კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებზე’’ და რეგიონალური  პოლიტიკის  შესახებ განხორციელებული არაერთი საინტერესო პროექტის  მონაწილეა. აქტიურად მონაწილეობს  ,,ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მიხედვით’’ ჩატარებულ სხვადასხვა დონის აქტუალურ შეხვედრებში, მათ შორის  სამართლებრივ საკითხებსა და იძულებით გადადგილებული პირების უფლებრივ მდგომარეობაზე.

,,წარმატებული ვარ თუნდაც იმიტომ, რომ მოვიპოვე უფლება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ ‘’- სოფო ხორგუანი, უფლებადამცველი, კრიზისის მენეჯერი 

სოფო ხორგუანი ქალების უმნიშვნელოვანეს როლს აღნიშნავს  კონფლიქტების მოგვარებასა და ნდობის აღდგენის პროცესებში. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ ქალებს აქვთ უნარი კომპრომისების ძიების, პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია მათი როლი კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის დამყარების პროცესში.