ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა მედიის როლზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში

ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა მედიის როლზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში

სალომე ლემონჯავა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრია. ერთი წლის იყო, როდესაც საკუთარი სახლის დატოვება იძულებით ოჯახთან ერთად მოუწია. დიახ, ის იძულებით გადაადგილებულია, დევნილია, მაგრამ არა ლტოლვილი, ეს ორი ხშირად ერევათ ერთმანეთში, არადა განსხვავების პოვნა მარტივია. ლტოლვილობა შესაძლოა არჩევანი იყოს უკეთესი მომავლის მიზნით, დევნილობა კი არა. არა, არც სალომეს არჩევანი ყოფილა 1 წლის ასაკში, 300 000 ქართველთან ერთად აფხაზეთი იძულებით დაეტოვებინა. მაგრამ ეს წარსულია, ტკივილიც წარსულია და სალომეს კი, როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტს სურს, რომ ახალი დიალოგი შედგეს აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორს და ასევე სჯერა მედიის როლის, სწორედ ამ ბოლოს დამსახურებაა, რომ აფხაზეთის თემა მუდმივად აქტუალურია.