ჩვენ, ხელოვანებს გადამწყვეტი როლი შეგვიძლია ვითამაშოთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაში- სალომე დემურია

ჩვენ, ხელოვანებს გადამწყვეტი როლი შეგვიძლია ვითამაშოთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაში- სალომე დემურია

სალომე დემურია წარმატებული მსახიობია გალიდან. კარიერის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი კინო პერსონაჟი შექმნა. სალომეს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალში აქვს მიღებული მონაწილეობა. შანხაის კინოფესტივალზე კი საუკეთესო ქალ მსახიობადაც დაასახელეს და გრანპრი გადასცეს. აქტიურად მოღვაწეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სხვადასხვა ქვეყნის კოლაბორაციულ პროექტებშია ჩართული.

„არასოდეს არ უნდა დაკარგო საკუთარი მე! როგორიც ვარ ისეთი ვარ და ეს უნდა განვავითარო” - აღნიშნავს ახალგაზრდა მსახიობი

სალომე დემურია ქალებს ურჩევს,  ზუსტად განსაზღვრონ რა სურთ და სასურველ მიზნამდე მიღწევას წლები არ დასჭირდება.