წარმატება არის პირდაპირ კავშირში საკუთარი თავის პოვნასთან... სიყვარულით გაკეთებული საქმეა წარმატება -  ნინო კვირკველია

წარმატება არის პირდაპირ კავშირში საკუთარი თავის პოვნასთან... სიყვარულით გაკეთებული საქმეა წარმატება - ნინო კვირკველია

ნინო კვირკველია წარმატებული ქალია სოხუმიდან. იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვობიდანვე მისი სურვილი იყო ემუშავა ისეთ სფეროში, სადაც ადამიანებს დაეხმარებოდა. ადამიანებს, რომლებმაც თავის თავზე იწვნიეს იძულებით გადაადგილების სიმძიმე. ნინოს მიაჩნია, რომ  მისი ამჟამინდელი სამსახური-გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობაში  ამის შესაძლებლობას იძლევა.

❞წარმატება არის პირდაპირ კავშირში საკუთარი თავის პოვნასთან... სიყვარულით გაკეთებული საქმეა წარმატება❝, - ამბობს ნინო კვირკველია  I.C.A.-ge-სთან საუბარში

ნინო კვირკველია ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიგრაციის კვლევების მიმართულებით საუკეთესო დისერტაციის ავტორი გახდა და  ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე  ეთნიკური და მიგრაციული კვლევების ჟურნალის სპეციალური პრიზიც  მოიპოვა.

მუშაობდა  ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში,  ჯერ  საქართველოს  დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების სამინისტროში, მოგვიანებით სახალხო დამცველის აპარატის ოფისში, წლების განმავლობაში იყო  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მკვლევარი საქალაქო სასამართლოში.