ვისწავლოთ,შევიმეცნოთ და გავხდეთ უკეთესი. ეს არის უკეთესი მომავლის  გასაღები - ნინო გოგოხია

ვისწავლოთ,შევიმეცნოთ და გავხდეთ უკეთესი. ეს არის უკეთესი მომავლის გასაღები - ნინო გოგოხია

ნინო გოგოხია ახალგაზრდა წარმატებული ქალია გალიდან. ის ბავშვობიდან ჩართული იყო ახალგაზრდულ პროექტებში.ე უფლებოდა ლიდერულ უნარ-ჩვევებს. პროექტების წერასა და მართვას. მონაწილეობდა სამშვიდობო კამპანიებში და ახალგაზრდულ ფორუმებში. დაეუფლა ჭარდაკს და დღეს იგი პროფესიონალი მოჭადრაკეა.

ნინო პროფესიით იურისტია. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის AIESEC - ის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტია. სულ ახლახანს კი საქართველოს ახალგაზრდა ელჩად დაინიშნა გაეროში.

ნინო მიიჩნევს, რომ დღეს მმართველ პოზიციებზე ქალები საუკეთესო მენეჯერებად გვევლინებიან. თვლის, რომ მშვიდობის შენებაში ქალთა როლი მნიშვნელოვანია და თავადაც დღემდე აქტიურად არის ჩართული სამშვიდობო პროგრამებში.

„ვისწავლოთ,შევიმეცნოთ და გავხდეთ უკეთესი. ეს არის უკეთესი მომავლის გასაღები“