წარმატება სხვადასხვა დეტალებისგან შედგება და ეს არის ინდივიდუალიზმი, შრომა, საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმი და გამბედაობა- ხათუნა გარგულია

წარმატება სხვადასხვა დეტალებისგან შედგება და ეს არის ინდივიდუალიზმი, შრომა, საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმი და გამბედაობა- ხათუნა გარგულია

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ნომინანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ხათუნა გარგულია გალიდანაა. სკოლა საბერიოში დაამთავრა და ექიმის პროფესიაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა. როგორც თავად აღნიშნავს, წარმატებას რომ მიაღწიო, მთავარია შრომა, გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა გქონდეს. 

❞წარმატება სხვადასხვა დეტალებისგან შედგება და ეს არის ინდივიდუალიზმი, შრომა, საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმი და გამბედაობა❝,- ხათუნა გარგულია, ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ნომინანტი 

როგორც ხათუნა  ICA –ს პროექტში ,,Women of  Abkhazia“ ამბობს, წარმატებააა როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ. წარმატებული ქალბატონი უკვე 15 წელზე მეტია მის პროფესიას ერთგულად  ემსახურება. ის გალის რაიონში, სოფელ  საბერიოს საავადმყოფოს გადაუდებელი  სამსახურის დირექტორია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ექიმი პანდემიის პირობებში პროფესიულ სიმამაცეს იჩენს და გაუსაძლის პირობებში, საკუთარ გუნდთან ერთად ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების მკურნალობის პროცესს.