ხელოვნება არის გონებრივი იარაღი, რომლის საშუალებითაც ჰუმანური გზებით შეიძლება აღდგეს ურთიერთობები- ქეთევან დავლიანიძე

ხელოვნება არის გონებრივი იარაღი, რომლის საშუალებითაც ჰუმანური გზებით შეიძლება აღდგეს ურთიერთობები- ქეთევან დავლიანიძე

ქეთი დავლიანიძე მრავალფეროვანი  მხატვარია.  დაიბადა და გაიზარდა მეცნიერების, მხატვრების, მოქანდაკეების გარემოცვაში და შესაბამისად ხელოვნების სამყარო მისთვის ცხოვრების თანამგზავრია.

მხატვრობა მისთვის  ცხოვრების წესია. როგორც ხელოვანი მუდმივად იცვლება ემოცია, სიახლე, მრავალფეროვნება, ექსპერიმენტი- ესაა მისი სტილიც და ხელწერაც.

❞ხელოვნება არის გონებრივი იარაღი, რომლის საშუალებითაც ჰუმანური გზებით შეიძლება აღდგეს ურთიერთობები❝,- ქეთევან დავლიანიძე, მხატვარი

მხატვრის დედულეთი აფხაზეთია. მისი ბავშვობის ძვირფასი  მოგონებები გულირიფშს  უკავშირდება და მის შემოქმედებაშიც აფხაზეთის თემას  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ხელოვანს  საკუთარი მოგონებები და ემოციები ფერწერულ ტილოებზე გადააქვს, მის   ნახატებში ოკუპირებული რეგიონის სხვადასხვა ქალაქი და ადგილია ასახული.