ძლიერია ქალი, რომელიც ყველა დაცემის შემდეგ ღირსეულად დგება და აგრძელებს სვლას წინ ჯიუტად, მყარად- ირმა ხეცურიანი

ძლიერია ქალი, რომელიც ყველა დაცემის შემდეგ ღირსეულად დგება და აგრძელებს სვლას წინ ჯიუტად, მყარად- ირმა ხეცურიანი

ირმა ხეცურიანი ცნობილი და წარმატებული პარამოფარიკავეა. იგი მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და 17 გზის მსოფლიო თასის მფლობელია პარაფარიკაობაში. 

ოჩამჩირელი გოგონას  ცხოვრებაში სპორტმა  მნიშვნელოვანი ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც სრულიად ახალგაზრდას 18 წლის ასაკში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. რთული პერიოდის მიუხედავად, სიახლეების მოყვარული ახალგაზრდა გოგონა სერიოზული ოპერაციიდან სულ რამდენიმე წელში საქართველოს პარამოფარიკავეთა ეროვნული ფედერაციის შეთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდა. 
ამბობს, რომ სპორტის ამ სახეობაში ჩართულობამ  უფრო მიზანდასახული გახადა და რაც მთავარია, სოციუმში საკუთარი თავი და საყვარელი საქმე აპოვნინა. 

წარმატებული სპორტსმენი I.C.A პროექტში ,,Women of  Abkhazia“ ქალებს ურჩევს ყოველთვის დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების, არ შეუშინდნენ სირთულეებს და არსებულ გამოწვევებს.

,,ძლიერია ქალი, რომელიც ყველა დაცემის შემდეგ ღირსეულად დგება და აგრძელებს სვლას წინ ჯიუტად, მყარად...❝- ირმა ხეცურიანი 

პარამოფარიკავე მიიჩნევს, რომ სპორტი მშვიდობის მშენებლობისთვის საუკეთესო საშუალებაა.