მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლი ძალიან დიდია, ის სამშვიდობო შეთანხმებები, სადაც ქალები მონაწილეობდნენ ბევრად უფრო წარმატებულად განხორციელდა- ელიკო ბენდელიანი

მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლი ძალიან დიდია, ის სამშვიდობო შეთანხმებები, სადაც ქალები მონაწილეობდნენ ბევრად უფრო წარმატებულად განხორციელდა- ელიკო ბენდელიანი

ელიკო ბენდელიანი მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარია. იგი წარმატებული ქალბატონია აფხაზეთიდან და უკვე წლებია ჩართულია ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში. 

❞მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლი ძალიან დიდია, ის სამშვიდობო შეთანხმებები, სადაც ქალები მონაწილეობდნენ ბევრად უფრო წარმატებულად განხორციელდა❝,- ელიკო ბენდელიანი, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი

გალელი გოგონას ბავშვობის ოცნება  იყო სამეცნიერო სფეროში ემუშავა, თუმცა ერთმა ახალგაზრდულმა ქართულ-აფხაზურმა შეხვედრამ განაპირობა მისი არჩევანი. მას შემდეგ, სამშვიდობო მიმართულებით  არაერთი ფორმატისა და პროექტის  მონაწილეა.

ელიკო ბენდელიანი საინტერესო წიგნის ,,ქალები ომის დროს და ომის შემდგომ’’ თანავტორია. ამჟამად ელიკო ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას  წარმოადგენს  და კოლეგებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებაში ,,მშვიდობის კულტურის’’ დამკვიდრების მიმართულებით კვლევებზე აქტიურად მუშაობს.