ფატმა ჯერენ იაზგანი ქალის როლზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში/FATMA CEREN YAZGAN: THE ROLE OF WOMEN IN CONFLICT RESOLUTION

ფატმა ჯერენ იაზგანი ქალის როლზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში/FATMA CEREN YAZGAN: THE ROLE OF WOMEN IN CONFLICT RESOLUTION

We need to find the right women, who are equipped, who are educated, who have the right instincts, who have the right skills, right hearts for peacemaking.

მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა მდგრადი მშვიდობისთვის. სწორედ ამას ეფუძნება ICA-ს პროექტი Women fo peace.

წარმატებული ქალი და ქალის როლი მდგრადი მშვიდობის პროცესებში, სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ პროექტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს.

გთავაზობთ სრულ ტექსტს ქართულ ენაზე: 

რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი?

ვფიქრობ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი იმ ქალებისგან, რომლებიც კონფლიქტის მონაწილეები გახდნენ და სურვილის გარეშე მოუწიათ ცხოვრების სტილის სრულიად შეცვლა. ამ ქალებმა იძულებით დატოვეს სახლები, დაკარგეს ახლობელი ადამიანები, ზოგიერთმა დაკარგა ოჯახის წევრები და მარტო მოუწია შვილების გაზრდა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ქალებმა იციან როგორ გადარჩნენ და ისინი ნამდვილად ძლიერები ქალები არიან.  ჩვენ კი, ვინც რეგულარული ცხოვრების კომფორტში ვცხოვრობთ, კონფლიქტის გარეშე და იმ სირთულეებზე ვსაუბრობთ მხოლოდ, რაც ყოველდღიურ რუტინაში გვაქვს, უნდა შევახსენოთ საკუთარ თავებს, რომ არსებობს ცხოვრება კონფლიქტის პირობებშიც, ძალიან მძიმე სირთულეებით.  ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ მე ამ ქალებს უნდა ავუხსნა, თუ როგორ უნდა გახდნენ ძლიერი, რადგან კონფლიქტით დაზარალებული ქალები, ჩემი აზრით, არიან ყველაზე ძლიერები. ერთადერთი რასაც ვეტყოდი მათ არის ის რომ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქალია იგივე მდგომარეობაში. ეს ეხება არამხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებული არიან აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, არამედ ძალიან ბევრი დევნილი ქალი არის ყარაბახიდან, სირიიდან და რასაც ჩვენ ვხედავთ ამ კონფლიქტურ სიტუაციებში, არის ის, რომ ქალები ყველაზე ძლიერები არიან, სწორედ მათი დამსახურებით ხალხი გადარჩა, ბავშვები, მომავალი თაობა გააგრძელებს არსებობას.

რას ნიშნავს იყო წარმატებული ქალი?

მე ვარ მენეჯერი. დიახ, აქ მე გუნდს ვხელმძღვანელობ. ჩემს თავს წარმოვიდგენ, როგორც საფეხბურთო გუნდის ტექნიკურ დირექტორად. ირგვლივ მოთამაშეები არიან, რომლებსაც სხვადასხვა პოტენციალი და შესაძლებლობები აქვთ, მათ სჭირდებათ სჯეროდეთ თქვენი და თქვენი შესაძლებლობების და მათ სურთ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ერთიანი საქმის განუყოფელი ნაწილი არიან. ასე რომ, ვფიქრობ, გამჭვირვალობა, კომუნიკაციის კარგი უნარი, გუნდურობა და პატიოსნება - კარგი ლიდერის აუცილებელი თვისებებია და ეს ეხება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ განათლებულნი ქალები, რომლებსაც აქვთ სწორი ინსტინქტები, აქვთ სწორი უნარები და სწორი გული მშვიდობის მშენებლობისთვის.

ქალის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში

რთულია მოძებნო ქალი, რომელსაც ინსტინქტის დონეზე არ სურს დაიცვას ის, რაც მას ეკუთვნის, იქნება ეს სახლი, ოჯახი, მეგობრები,  ქალაქი თუ ქვეყანა. ჩვენ გვაქვს თავდაცვის ინსტინქტი,რა თქმა უნდა მამაკაცებსაც აქვთ ეს ინსტინქტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალები უფრო კარგად მართავენ თავიანთ ეგოს, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცებს უფრო განვითარებული აქვთ სხვა სახის ინსტინქტები და თვისებები, მაგალითად, რომლებსაც კაცობრიობის ევოლუციის  მანძილზე იყენებდნენ ფიზიკურ  ბრძოლაში, ქალები კი ბოლო მომენტამდე მოითმენენ და შეეცდებიან, რომ ფიზიკურ ძალადობას აარიდონ თავი. შესაბამისად ქალების მხრიდან ფიზიკური ძალადობა ნაკლებია და თუ კი მსგავს ფაქტს აქვს ადგილი, მაგალითად სკოლებში ან სხვაგან, თავს უცნაურად ვგრძნობთ, რადგან ქალებს ფიზიკური ძალადობა არ გვჩვევია. ქალები უკეთ ვიყენებთ ვერბალური კომუნიკაციის უნარებს. თუმცა, როდესაც საქმე ეხება მშვიდობის მშენებლობას, სქესი არ არის გადამწყვეტი ძალა, ამას სჭირდება გარკვეული უნარები. მე მოგიყვანთ მაგალითს, რომელსაც პარალელურად ვეცნობი და ძალიან მაფიქრებს. თამარი მეფედ აკურთხეს, ვინაიდან სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობდა, მამაკაცს ვგულისხმობ. ასე რომ, ის გახდა საკუთარი ქვეყნის ძალიან წარმატებული მმართველი. ის ომობდე კიდევაც. ვერ იტყვი, რომ თამარ მეფეს დროს ომები არ ყოფილა, მაგრამ ამავდროულად იცოდა, თუ როგორ დაემყარებინა მდგრადი მშვიდობა. თუმცა, რა მოხდა თამარის შემდეგ? მისი ქალიშვილი სულაც არ აღმოჩნდა მშვიდობისმყოფელი. ასე რომ, როდესაც საქმე ეხება მშვიდობის მშენებლობას, აქ მხოლოდ სქესი ვერაფერს შველის, აქ მთავარ როლს თამაშობს ჰუმანურობა, განათლება, ზოგჯერ კი მგონია, რომ უბრალოდ ყველა ადამიანი უნდა აკეთებდეს თავის საქმეს. მაგალითად შენ შეიძლება იყო ძალიან კარგი ინჟინერი, არქიტექტორი, მაგრამ შესაძლოა არა იყო კარგი მშვიდობისმყოფელი და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ მამაკაცი. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ განათლებულნი ქალები, რომლებსაც აქვთ სწორი ინსტინქტები, აქვთ სწორი უნარები და სწორი გული მშვიდობის მშენებლობისთვის.