#ვაქცინაგვიცავს

#ვაქცინაგვიცავს

აფხაზეთის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ვაქცინაცია  წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტაროს. იმუნიზაციის კაბინეტები ვაქცინაციის მსურველთათვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო, სადაც აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ ვირუსის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებულია 199 მილიონზე მეტი ინფიცირებისა და 4 მილიონზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა. COVID-19-ს ახასიათებს გადაცემის მაღალი სიხშირე, გამოვლენილ შემთხვევებში დაავადების მიმდინარეობა სიმძიმის მიხედვით საკმაოდ განსხვავებულია - უსიმპტომოდან ფატალურ შედეგამდე.

COVID-19-ზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ stopcov.ge

#ვაქცინაგვიცავს