წარმატების STORY - დავით ნარდაია

წარმატების STORY - დავით ნარდაია

დავით ნარდაია

დაბადების თარიღი: 11.12.1980

დაბადების ადგილი: ოჩამჩირე

დავით ნარდაია, წარმატებული დიპლომატია აფხაზეთიდან. დაიბადა ოჩამჩირის რაიონის, სოფელ ილორში. 13 წლის იყო როცა აფხაზეთი დროებით დატოვა, მაგრამ კარგად ახსოვს მშობლიური ქალაქი, სოფელი, მეგობრები. დღემდე აქვს შენარჩუნებული ურთიერთობები და ეს კონტაქტები ეხმარება აფხაზეთის გახსნებაში. სკოლა ზუგდიდში დაამთავრა. მალევე,  სოხუმის ფილიალში ჩააბარა დიპლომატიის მიმართულებით.როგორც თავად აღნიშნავს მოგვიანებით ცოდნა ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებსა და აშშ-ში გაიღრმავა.

ჩვენ მხოლოდ ზაფხულში მოვახერხეთ ინტერვიუს ჩაწერა, რადგან დავითი მის საქმიანობას ბრიუსელში აგრძელებს. ის არის ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. როგორც თავად ამბობს,  საკუთარ კარიერასა და დიდ სამუშაო გამოცდილებას ქვეყნის უკეთეს მომავალს უკავშირებს. ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი მოტივატორი არის მისი საქმე, დიპლომატია, რომელიც  ეხმარება მისი წილი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისა და სტაბილურობის პროცესში. მისთვის წარმატების მთავარ მამოძრავებელ ძალას ხან ხელოვნურად, ხანაც კი ბუნებრივად შექმნილი ბარიერების რღვევა წარმოადგენს.

 „ყველას გვახსოვს ის მდგომარეობა, ის სირთულეები, რაც ჩვენ გავიარეთ. თუმცა, დღეს უკვე სულ სხვა შესაძლებლობებია“

 

დავით ნარდაია  აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალი ურთიერთობების დაწყების, დაახლოებისა და თანამშრომლობის ხელს უწვდის.

„ძლიერი საქართველო იქნება ყველასათვის საუკეთესო გამოსავალი, იმიტომ, რომ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალში ვიცხოვროთ, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში“