#სპორტიმშვიდობისთვის

#სპორტიმშვიდობისთვის

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა, რომელიც შემდეგი დევიზით ტარდება – „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის". სწორედ ამ დღეს ICA-მ ფოტო-ვიდეო კამპანია #სპორტიმშვიდობისთვის მიუძღვნა. სპორტის თითქმის ყველა სახეობიდან შეირჩა წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოს - ხელნაკეთ თვითმფრინავს აგზავნიან, როგორც სამშვიდობო მესიჯს. ამ კამპანიით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ყველა სპორტსმენს და სპორტის ქომაგს მოუწოდებს ჩაერთოს კამპანიაში.

 

სპორტი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი რესურსია, ის მშვიდობის პროცესის ძლიერი ელემენტია და სპორტსმენებს ნამდვილად შესწევთ ძალა სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.

სპორტი აერთიანებს საზოგადოებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სპორტის ყველა გულშემატკივარი ჩაერთოს კამპანიაში და გაავრცელოს მშვიდობა.

#სპორტიმშვიდობისთვის

#გაავრცელემშვიდობა

#Sport4peace

#Spreadpeace