საფრანგეთის ელჩის მშვიდობის ფრანგული ფორმულა

საფრანგეთის ელჩის მშვიდობის ფრანგული ფორმულა

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას ერთმანეთთან ისტორიულად მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომლის განსაკუთრებული მაგალითია ადრეული შუა საუკუნეები და დიდგორის ბრძოლა, სადაც ფრანგი მეომრები ქართველების გვერდიგვერდ იბრძოდნენ. 

საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან ნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც მედიატორმა 2008 წლის შეთანხმებაში.  სწორედ საფრანგეთის, როგორც იმ პერიოდისთვის  ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შუამავლობით ხელმოწერილი იქნა  შეთანხმება „2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“. 

საფრანგეთი მხარს უჭერს და მუდმივად აფიქსირებს საქართველოსა და ქართველი ერის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მსგავსად ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებისა, იგი აღიარებს საქართველოს, როგორც სამაგალითო ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ამის უახლესი დასტურია გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი მხარდამჭერი განცხადება.

საფრანგეთის ელჩი ICA-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, გვიზიარებს მშვიდობის ფრანგულ ფორმულას:

„შერიგება შენდება თანდაპირველად ახალგაზრდობასთან ერთად. სწორედ ახალგაზრდობის განათლებით შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ძველ ზიზღს და შევაბიჯოთ შემწყნარებლობის, გაგების, მიღების, განსხვავების მიღების ლოგიკაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.