საქართველო და მეგობრები, ეუთოს მინისტერიალი 2020

საქართველო და მეგობრები, ეუთოს მინისტერიალი 2020

საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ეუთოს მინისტერიალზე ქვეყნის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება მიიღო, რომელიც ცალსახად რუსეთ-საქართველოს უერთიერთობებსა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება.

მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს დასავლეთის მხარდაჭერასა და გამოხატავს მათ შეშფოთებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და მის შემდგომ უკანონო ნაბიჯებზე.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ, პარტნიორი ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამავე განცხადებაში, ჯგუფი ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის გათვალისწინებითა და პატივისცემით.

ჩვენ ვგმობთ  რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ ”პროგრამის” დამტკიცებას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს კიდევ ერთი ნაბიჯისაქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ“, - ნათქვამია განხადებაში.

ასევე  მნიშვნელოვანი და აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ განცხადებაში ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური მოსახლეების დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ ვითარებას.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციისა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მხრიდან მიმდინარე პროვოკაციებით, რომლებიც COVID-19 პანდემიის ფონზე განუწყვეტლივ გრძელდება. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებით და .. საზღვრის ხანგრძლივი ჩაკეთვით“.  სწორედ ამ ქმედებებმა გამოიწვია სიტუაციის დესტაბილიზაცია, რაც განსაკუთრებით აისახა ახალგორსა და გალის რაიონებში მცხოვრებ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

ყურადღების მიღმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფს არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები დარჩენია, მას კრიტულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მოუწოდებს მხარეებს შეხვედრის გაანახლებისთვის თანათავმჯდომარეების მიერ დადგენილ თარიღებში. შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები წელიწადში ოთხჯერ იმართება და ეს არის ერთადერთი ფორმატი სადაც რუსეთი და საქართველო უშუალოდ გამოთქვამენ თავის პოზიციებს ერთმანეთის მიმართ და ქართული მხარე გაფართოებულ ფორმატში ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებს აწარმოებს. ეს ერთადერთი საერთაშორისო ბერკეტია, სადაც კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ მოლაპარაკებები აწარმოონ.  

საკამაოდ ვრცელი და მსუყე განცხადების ბოლოს, სადაც მეგობართა ჯგუფი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ყველა ასპექტს შეეხო, ერთგვარ პირობას დებს, რომ იზრუნებს კონფლიქტის ცნობადობის ამაღლებაზე, მის მშვიდობიან მოგვარებაზე და ასევე, რომ დააკისრებს რუსეთს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.