ლიხნის ტაძარი

ლიხნის ტაძარი

ლიხნის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლია. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში მდებარეობს. იგი X საუკუნითაა დათარიღებული. ტაძრის შესახებ ინფორმაციას მისი ხუროთმოძღვრება და ფერწერა გვაწვდის. მოხატულობა ყურადღებას იქცევს ფაქიზი კოლორიტით, ფიგურების დინამიკურობითა და ექსპრესიულობით.