დოლმენები

დოლმენები

აფხაზეთის დოლმენები უძველესი მეგალითური  ნაგებობებია, რომელთაც ხშირ შემთხვევაში  ტომის ბელადის პრიმიტიული საცხოვრისის ფუნქცია ჰქონდათ. დოლმენები აღმოჩენილია ეშერაში, აზანთაში, ოთხარაში, აჭანდარაში, შრომაში, მდინარე ფსოუს ხეობაში და სხვა ბევრ ადგილას აფხაზეთში. უძველესი დოლმენები ადრე ბრინჯაოს ხანისაა და მათ  საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული.