ბიჭვინთის ოთხთავი

ბიჭვინთის ოთხთავი

საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ბიჭვინთის სახარებას, რომელიც მეთორმეტე საუკუნითაა დათარიღებული.

იგი დასავლეთ საქართველოშია გადაწერილი, შემდგომ მისი ანალიზის საფუძველზე ის ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიას მიაკუთვნეს, სწორედ აქედან მოდის სახელწოდებაც.

ბიჭვინთის ოთხთავის  ტექსტი ეტრატზეა შესრულებული. ძირითადი ტექსტი ყავისფერი მელნით, ნუსხურითაა დაწერილი ხოლო სათაურები ასომთავრულითაა შესრულებული, მასალად გამოყენებულია ოქრომელანი და სინგური - წითელი ფერის საღებავი.

ამჟამად ბიჭვინთის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.