ბესლეთის ხიდი

ბესლეთის ხიდი

ბესლეთის ხიდი XI - XII საუკუნეებითაა დათარიღებული. ხიდი ძლიერი გამტარობით გამოირჩეოდა და ტექნიკურად მაღალ დონეზე იყო შესრულებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი სიმძლავრის ხიდი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან სავაჭრო ფუნქციის მატარებელი იყო. ხიდი დასავლეთის კედელზე ინახავს ერთსტრიქონიან ასომთავრულ წარწერას, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ბაგრატი „ქრისტე მეუფეო ყოველთა... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი“. თუმცა,როგორც ამბობენ მოსახლეობამ თამარ მეფის დიდი სიყვარულის გამო ამ ხიდს თამარის ხიდი შეარქვა.