ანუხვის ეკლესია

ანუხვის ეკლესია

ანუხვის ეკლესია გუდაუთის რაიონში, სოფელ ანუხვაში მდებარეობდა. მეცხრამეტე საუკუნეში არქეოლოგმა, პრასკოვია უვაროვამ ამ ადგილას დიდი ზომის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა. ეკლესია მე XI საუკუნით არის დათარიღებული და წარმოადგენს იმჟამინდელ საქართველოში გავრცელებული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშს. თუმცა ტექნიკითა და ორნამენტთა ხასიათით, იგი უფრო ჰგავს სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ძეგლებს.

ანუხვის ტაძარში არსებული წარწერების ანალოგებს ვხვდებით,საქართველოს გამორჩეულ და დიდებულ ძეგლებში ესენია: სვეტიცხოველი, ალავერდი , ნიკორწმინდა და სხვა.

ანუხვის ეკლესია თავისი შემავალი ნაწილებით წარმოადგენდა მნიშვნელოვან ძეგლს, როგორც არქიტექტურული ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია იგი თანადროული თუ სხვა პერიოდის ტაძრების მსგავსად ერთგვარად, ერთიანი საქართველოს ასახვაცაა, რომელშიც ვხვდებით დეტალების სიმრავლეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.