ეუთოში აშშ-ის  მისია  მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარება.

ეუთოში აშშ-ის მისია მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარება.

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის უფროსის მოადგილე კორტნი ოსტრინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  ბოლო  რაუნდის  შედეგებს  განცხადებით გამოეხმაურა.

ამერიკელი დიპლომატის  განცხადებაში აღნიშნულიარომ შეერთებული შტატები მიესალმება ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 51- რაუნდის მოწვევის წარმატებულ მცდელობას.

როგორც მისიის უფროსის მოადგილე აცხადებს, მოლაპარაკებების დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რამაც მისივე განმარტებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვან სარგებელზე- მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის  შესაძლებელობა მისცა.  შეერთებულ შტატები სინანულს გამოთქვამს  იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ  ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ დამყარდა, რასაც შესაძლოა  მეტი  სიცოცხლე გადაერჩინა

განცხადებაში აღნიშნულიარომ  შეერთებული  შტატები იმედგაცრუებას გამოთქვა იმის გამო, რომ მიუხედავად პანდემიისაა, ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ღობეების და სხვა ბარიერების  მშენებლობა  მიმდინარეობდა  და  დე-ფაქტო ხელისუფლებები   საქართველოს მოქალაქეებს   აკავებდნენ

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა  აღნიშნა,   შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს ვალდებულებას  ტერიტორიული მთლიანობის  აღსადგენად  არ გამოიყენოს ძალა და მოუწოდებს ასევე  რუსეთს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები  საქართველოს ტერიტორიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ  მასზე ნაკისრი ვალდებულება  შეასრულოსმხარი დაუჭიროს ადგილზე  საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების გატარებას და  გააუქმოს   აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება“, - აღნიშნულია ეუთოში აშშ-  მისიიის  ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში.

კორტნი ოსტრიენის თქმით, ამერიკის შეერთებული  შტატები შეშფოთებას გამოხატავს  რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი  ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე და სადაც, რუსეთის ყოველწლიური ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში  აქტიურად მონაწილეობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ  ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას, როგორც შესაძლებლობას  დიალოგის გზით კონფლიქტის  გადასაჭრელად და  უპირობოდ  მოვითხოვთ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას“

ეუთოში აშშ- მისიის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა ახალი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, განსაკუთრებით იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია  რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის  ეკონომიკურ ექსპლუატაციკენ  და ხელს შეუწყობს  ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის მმართველ სტრუქტურებში ჩართვას.

კორტნი ოსტრიენის  განცხადებაშია აღნიშული, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები იმ თოთხმეტ დელეგაციას შეუერთდა, რომლებმაც  ეუთოს   მინისტრთა საბჭოში  საქართველოსადმი  სრული მხარდაჭერა გამოხატეს და  შეუერთდნენ საქართველოს მეგობრების განცხადებას, რაც  2008 წლის შეთანმების  შესაბამისად, რუსეთს აკისრებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  თავისი მკაფიო ვალდებულება შეასრულოს. აგრეთვე  მოუწოდებს რუსეთს, მის  მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხელი შეუწყოს  საერთაშორისო მექანიზმების ხელმისაწვდომობას   და დაუყონებლივ გადასცეს   ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ყველა დაკავებული პირი.