ნინო სუხიშვილის მოგონებები აფხაზეთზე

ნინო სუხიშვილის მოგონებები აფხაზეთზე

,,საქართველოს  ნაციონალური ბალეტის’’  დირექტორი და  გენერალური პროდიუსერი, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ნინო სუხიშვილი აფხაზეთს და მასთან  დაკავშირებულ მოგონებებს  ბედნიერ  ბავშვობასთან აიგივებს. 

,,ჩემი აფხაზეთი -  სოხუმი,  გაგრა, ბიჭვინთა, გუმისთა,  აგუძერა,  მიუსერა’’- ეს ის ადგილებია, რომლებიც ხშირად მესიზმრება  და ბავშვობის განუმეორებელ წლებს მახსენებს. იმ განსხვავებით, რომ  ბავშვობა არასოდეს არ დაბრუნდება’’ - ამბობს ხელოვანი, რომელსაც აფხაზეთის დაბრუნების იმედი ერთი წუთითაც არ დაუკარგავს.

,,ჩვენი  ანსამბლი ჩვენი სახელმწიფოს  მოდელია და  პროგრამაში ყველა კუთხის ცეკვაა წარმოდგენილი, იმის შეგრძნება მეუფლება, რომ ჩვენი ქვეყანა ერთიანია და დანაწევრებული არაა. ’’

,,..ჩემი ოცნებაა ჩავიდე სოხუმში და კონცერტი გავმართო, სადაც  ქართულს და აფხაზურს ერთად ვიცეკვებთ’’- ასე ასრულებს მოგონებებს აფხაზეთზე ნინო სუხიშვილი  და ენგურს იქით საქართველოში სიყვარულსა და ერთად ყოფნის სურვილს აგზავნის.