ნიკოლოზ რაჭველის მოგონებები აფხაზეთზე

ნიკოლოზ რაჭველის მოგონებები აფხაზეთზე

ნიკოლოზ რაჭველს არაერთი მოგონება აკავშირებს აფხაზეთთან. მუსიკოსისთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევს მატარებელი, რადგან მატარებელი იყო ის ტრანსპორტი, რომლითაც პატარა ნიკოლოზი მიემგზავრებოდა აფხაზეთში და სწორედ რომ  მატარებლით დატოვა მან ალში გახვეული აფხაზეთი. ნიკოლოზ რაჭველის შემოქმედებაში მატარებელმა და მისმა ჟღერადობამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა, მის ერთ-ერთ ნაწარომებს კი ასეც ჰქვია - „გზა შინისაკენ და უკან“, რომელიც მთლიანად ამ ტრანსპორტის ჰანგებზეა აწყობილი.

„ჩემი შემოქმედებითი ბუნება და ჟღერადობა განსაზღვრა ჩემმა ბედისწერამ, რომელიც ბავშვობიდანვე დაუკავშირდა აფხაზეთს“

ნიკოლოზ რაჭველი აღნიშნავს, რომ დიდი სურვილი აქვს ენგურს გაღმა მცხოვრებ ადამიანებს გააცნოს თავისი მუსიკა, მოასმენინოს მისი ორკესტრი და დაეხმაროს იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს მუსიკალური გეგმების განხორციელებაში.

„იქნებ ერთ დროს ამიხდეს ნატვრა, ადამიანთა სურვილებმა აჯობოს პოლიტიკას და ერთ მშვენიერ დღეს ათეულობით აფხაზი მეგობარი მყავდეს“.