ზვიად ქაძანაიას მესიჯი

ზვიად ქაძანაიას მესიჯი

ზვიად ქაძანაია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. აფხაზეთში არასდროს ყოფილა, თუმცა მის მომიჯნავე ქალაქში - ზუგდიდში ცხოვრობს. შესაბამისად აფხაზეთზე ბევრი სმენია და მას კარგად იცნობს. ძალიან უნდა აფხაზი მეგობრები ყავდეს და მიაჩნია, რომ ენგურს გაღმა ახალგაზრდობასთან ერთად არსებულ პრობლემებზე უნდა ისაუბრონ და გადაჭრის გზებზე იფიქრონ.

„ენგურის ხიდთან სიმბოლურად ვარ, მიმაჩნია, რომ ჩატეხილი ხიდის აღდგენა აქედან უნდა დაიწყოს“

ზვიადი აღნიშნავს, რომ მის იდეას, ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რომ ენგურის ხიდიდან უდნა დაიწყოს, ბევრი მისი მეგობარი ეთანხმება. მიიჩნევს,რომ ახალგაზრდებმა საკუთარი აზრები უნდა გაცვალონ და ბევრი ისაუბრონ, რომ მხოლოდ ასე შეძლებენ არსებული კონფლიქტის გადაჭრას.