ქეთი ხარბედიას მესიჯი

ქეთი ხარბედიას მესიჯი

ქეთი ფოთში ცხოვრობს, ის სტუდენტია და იმისთვის, რომ სიახლეები აღმოაჩინოს და ცოდნა გაიღრმავოს, თავისი დროის დიდ ნაწილს,სწორედ კითხვას უთმობს. ხშირად, როდესაც ეკითხებიან თუ რა ენატრება, მისი პასუხია -აფხაზეთი. ქეთი დარწმუნებულია, რომ მისი თაობის ახალგაზრდებს შეუძლიათ ბევრი რამ შეცვალონ, ამიტომაც  აფხაზ თანატოლებს მიმართავს, რომ მათ უნდა სცადონ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის კი ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობები ნამდვილად პოზიტიური იქნება. ქეთის იმედი აქვს, რომ ენგურს გაღმა მცხოვრები აფხაზი ახალგაზრდები მას გამოეხმაურებიან.

იმას, რაც აქამდე იყო ჩვენ შევცვლით სიყვარულით და იმ მონატრების შევსებით, რაც ამ ხნის მანძილზე გვაქვს

ზღვისპირა ფოთიდან, ქეთი, ზღვისპირა აფხაზეთს, უგზავნის სიყვარულსა და დადებით ემოციებს. მიიჩნევს, რომ ბარიერული წინააღმდეგობების გადასალახავად უნდა გავერთიანდეთ,რადგან ძალა ერთობაშია.ქეთის კი ამ ერთობის სჯერა.