გიორგი რობაქიძის მესიჯი

გიორგი რობაქიძის მესიჯი

გიორგი რობაქიძე ქუთაისში ცხოვრობს. ის აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდულ პროექტებში. მიიჩნევს, რომ მის თაობას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია უკეთესობისკენ.
გიორგი აფხაზეთში მცხოვრებ თანატოლებს სამშვიდობო მესიჯებს უგზავნის. ის ფიქრობს, რომ პოლიტიკის მიღმა არსებობს ადამიანური ურთიერთობები, სწორი და ხშირი კომუნიკაცია კი კონფლიქტის მოგვარებამდე მიგვიყვანს.


„ჩვენ ბევრი ბერკეტი გვაქვს, იმისთვის, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები დავალაგოთ“.

გიორგის აზრით თავისუფალი სივრცე და ჯანსაღი გარემო, ფართო შესაძლებლობებს იძლევა. აქ კი ახალგაზრდებს გადამწყვეტი როლი აქვთ. კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არავინ შეძლოს იმის არევა, რის დალაგებასაც საკმაო დრო დასჭირდა - ამბობს გიორგი.