ICA-მ პროექტში „მედია დიალოგი" მონაწილეობა მიიღო

ICA-მ პროექტში „მედია დიალოგი" მონაწილეობა მიიღო

„ღია საზოგადოების" ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „მედია დიალოგი". პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ ჟურნალისტები და მედიის სფეროში მოღვაწე ადამიანები ყირგიზეთიდან, რომლებიც ჩართული მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან და ეცნობიან მათ გამოცდილებებს.

პროექტის მიზანია დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის ხელშეწყობა. ყირგიზეთის მედია ასევე გაეცნო ქართული მედიის განვითარების ეტაპებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. უცხოელ კოლეგებს პროექტის ფარგლებში გაეცნო ორგანიზაცია ICA, სადაც ცენტრის წარმომადგენელმა ნანა კიკალიამ ორგანიზაციის სტრატეგიასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

ყირგიზ კოლეგებს ასევე ვესაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი, მედიის როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში.