თქვენი წერილები ადგილზეა - Mars Perseverance rover

თქვენი წერილები ადგილზეა - Mars Perseverance rover

ის, რომ აფხაზეთი საქართველოა უკვე არა მხოლოდ დედამიწელებისთვის, არამედ „მარსიანელებისთვისაც” ცნობილია.

აერონავტიკისა და კოსმიური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ - NASA, მარსმავალი ხომალდი - Perseverance შექმნა, რომელმაც მისი პირველი მისია უკვე წარმატებით შეასრულა, მარსზე დაჯდა და იქიდან ფოტოც გამოგვიგზავნა.

ხომალდი ანტიკური ტბის მიმდებარედ დაეშვა და მას წინ დიდი ექსპედიცია ელოდება. მარსმავალმა უნდა  შეისწავლოს სიცოცხლის ნიშნები წითელ პლანეტაზე და შექმნას ნიადაგი მომავალი აღმოჩენებისთვის. 

ნასას ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ წერილები დაეტოვებინათ მარსმავალისთვის, ის კი მათ დაუსახლებელ პლანეტაზე წაიღებდა. 

თერთმეტ მილიონ წერილს შორის მოხვდა ერთი, ყველასაგან გამორჩეული მესიჯი, რომელიც სოხუმელ - გიორგი ჯახაიას ეკუთვნის. მან სისტემაში საკუთარი სახელის ნაცვლად ჩაწერა - „აფხაზეთი საქართველოა! ჩვენ დავბრუნდებით!“. მარსმავალმა კი წერილი უკვე ადრესატამდეც მიიტანა.

დედამიწელებმა Perseverance-ს გზავნილები უკვე გაატანეს, დაველოდოთ იქნებ ხომალდმა მარსიდანაც ჩამოგვიტანოს შეტყობინებები.