წებელდის ციხე

წებელდის ციხე

წებელდის ციხე, ბერძნული წყაროების მიხედვით ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა

VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, წიბელიუმი იყო კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე, რომელიც ლაზთა (დასავლურ-ქართული ტომი) სამეფოს თავდაცვით სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

ციხე-სიმაგრის ნანგრევებში დღემდე შემორჩენილია: სამეთვალყურეო კოშკები, საეკლესიო ნაგებობები, სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ნაგებობები.გასული საუკუნის დასაწყისში წებელდის ციხის ერთ-ერთი ეკლესიის შესწავლისას აღმოჩნდა ფრესკული მოხატულობის ფრაგმენტებიც.ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.წებელდის ციხეს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.