ჭუბურხინჯის წმ.გიორგის ეკლესია

ჭუბურხინჯის წმ.გიორგის ეკლესია

სოფელ ჭუბურხინჯში, მდინარე ენგურიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე მდებარეობს ჯვარგუმბათოვანი ტიპის წმინდა გიორგის ეკლესია. მისი თავდაპირველი ნაგებობა განეკუთვნება XI საუკუნეს.

ტაძრის შემორჩენილი ფასადის დათვალიერებისას კარგად ჩანს ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ცალკეული დეტალები.

ამჟამად წარწერები და ფრესკის ფრაგმენტები წაშლილია, გუმბათი ჩამონგრეულია. ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.