კამანის მონასტერი

კამანის მონასტერი

კამანის ეკლესიის თავდაპირველი მშენებლობა თარიღდება XI  საუკუნით. მისი ისტორია დაკავაშირებულია წმინდა იოანე ოქროპირის სახელთან, რომელიც კონსტანტინეპოლიდან შავიზღვისპირეთში გადმოასახლეს და ერთ-ერთი ვერსიით, აქვე არის დასაფლავებული. ტაძარი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ქვის ნაგებობას, რომელსაც რამდენიმე რესტავრაციის კვალი ეტყობა. XIX საუკუნეში ტაძარი აღადგინეს და იგი ფუნქციონირებდა, როგორც მონასტერი.  

XX საუკუნის 90-იან წლებში ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. კეთილმოაწყო და აქ დედათა მონასტერი დააარსა აფხაზმა მამულიშვილმა იური ანუამ.

ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, ტაძარს აღენიშნება ბზარები. კამანის ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.