ჟიული შარტავა

ჟიული შარტავა

მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც პიროვნების სრული თავისუფლება იქნება და, ამასთანავე, იქნება წესრიგი, იზეიმებს კანონი, მომხრე ვარ ისეთი საქართველოსი, რომელსაც ექნება საკუთარი ძლიერი ეკონომიკა და აღმავალი სულიერი სფეროები, საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, საგარეო - პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, მტკიცე და საიმედო საზღვრები, უზრუნველყოფილი ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოსი, რომელსაც კარგი დამოკიდებულება ექნება მეზობლებთან, დანარჩენ მსოფლიოსთან, საიმედო მოკავშირეები ეყოლება, საქართველოსი, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია; ისეთი საქართველოს მომხრე ვარ, რომლის ბედ-იღბალი არ იქნება ან ნაკლებად იქნება დამოკიდებული ნებისმიერ კავშირზე...

ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ყველაზე მეტად განვიცდი... ვიცი, რას ნიშნავს, როცა სამშობლოს უჭირს... ვიცი, რას ნიშნავს, როცა ქვეყნის შიგნით ერთიანობა არ არის. ვიცი, უთაო მეთაურობის ამბავიც... ვიცი, როგორ მივდიოდით აფხაზეთის ომისკენ... ვიცი, რატომ ვერ გავერთიანდით, როცა დაპირისპირების დროსაც კი ვიცოდით,რომ ორივე მხარეს საქართველო იყო! ვიცი, ჩვენი თაობის ამბებიც... მათ, ჩემსავით ატკინეს გული. ახალგაზრდობაში დიდობა არ აღირსეს და დიდობაში ახალგაზრდობა! ყველაფერი მაინც დალაგდება... გამოცდილებას, აზროვნებას, წლებს და კაცობას ფასი მაინც დაედება!

ჟიული შარტავა