იტალიის ელჩის მშვიდობის ფორმულა

იტალიის ელჩის მშვიდობის ფორმულა

| პროექტის ავტორი: ნანკა კიკალია |

იტალიის ელჩთან ინტერვიუზე საგანგებოდ მოვემზადე. საგანგებოდ მომზადების კი ბევრი მიზეზი მქონდა, პირველ რიგში ის რომ, ეს ქვეყანა განსაკუთრებით მიყვარს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის  ფაქტი, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება, საქართველოს გვერდის ავლით, პერიოდულად გარკვეულ აქტივობებს ცდილობს იტალიაში. 

აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მისი ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა. ქვეყნის ოკუპაციისა და  მზარდი საგარეო საფრთხეების პირობებში ევროპელი პარტნიორების მკაფიო პოზიცია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

აფხაზეთზე მსჯელობისას ჩვენი მოსაზრებები საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ეფუძნება, - ენრიკო ვალვო, იტალიის ელჩი

დაახლოებით ნახევარი წლის წინ, სოციალური მედიის მეშვეობით აფხაზი ახალგაზრდა გავიცანი, ჩვენი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდა და საახალწლოდ გამომიგზავნა საჩუქრები, მათ შორის მაისური აფხაზური წარწერით (წარწერის თარგმანი:ადამიანის გარეგნული სილამაზე ეს გულის არანარეკლია). სწორედ ამ სიმბოლური მაისურით გადავწყვიტე იტალიის ელჩთან ვიზიტი.

ambasciata d'italia, ენრიკო ვალვო, ნანკა კიკალია

მაისურზე აფხაზური წარწერა იტალიის ელჩმა სწრაფად შეამჩნია, მეც არ დავაყოვნე და მოვუყევი ისტორია: "ეს მაისური აფხაზმა ახალგაზრდამ, აფხაზეთიდან გამომიგზავნა, რომელთანაც დიალოგი სოციალურ ქსელში დაიწყო კონფლიქტით და ფრაზით: "მეზიზღებით ქართველები", რაზეც ჩემი დაუყოვნებლივი პასუხი მიიღო: "მე კი მიყვარხართ აფხაზები". სწორედ ეს ფრაზა იქცა ამ დიალოგისთვის გარდამტეხ მომენტად და აქედან დაიწყო ჩვენი, ქართველისა და აფხაზის მეგობრობა". დიპლომატები და ზოგადად, საზოგადო მოღვაწეები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თითეულ სიტყვას, ვინაიდან იციან თუ, რამხელა ცვლილებების მოტანა შეუძლია ერთ სიტყვასაც კი. სწორ დროს, სწორად წარმოთქმულ და გააზრებულ სიტყვას ძალიან დიდი წარმატების მოტანა შეუძლია.

შემდეგ კი, ელჩს კითხვა დავუსვი: Qual’è la formula italiana per la pace (რა არის მშვიდობის იტალიური ფორმულა)?

 

ფოტო: ანა კოსტომაროვა, Rugby World Georgia