ისრაელის ელჩის მშვიდობის ფორმულა

ისრაელის ელჩის მშვიდობის ფორმულა

ისრაელის ელჩი რან გიდორი, ICA-სთან ინტერვიუში იხსენებს იმ სასიხარულო და ამავდროულად ტრაგიკულ ვიზიტს აფხაზეთში. სასიხარულოს, ვინაიდან აფხაზეთის სილამაზემ გადააჭარბა დიპლომატის ყველანაირ მოლოდინს, ხოლო ტრაგიკული კი იმ თვალსაზრისით, რომ ეს უდიდესი პოტენციალის მქონე რეგიონი დღესაც დიდწილად რჩება განადგურებული, გაჩანაგებული და უმოქმედო.

„როდესაც მეკითხებით ჩემს მოსაზრებას ქართველებსა და აფხაზებს შორის დაახლოების პროცესის წინსვლის შესახებ, ვფიქრობ, აქ თანაბრად მნიშვნელოვანია ორი მიდგომა: ხელმძღვანელობის მიერ ისეთი მესიჯების მიწოდება, რომ მათ სურთ არა კონფლიქტი, არამედ დიალოგი; მეორე მიდგომა კი, გულისხმობს ხალხთაშორისო ურთიერთობებს“

სულ ცოტა ხნის წინ, ისრაილმა ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებებს გაერთიანებულ არაბთა ემირატებთან და ბაჰრეინთან; მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია სუდანთანაც. ამ შეთანხმებებს ხაზს უსვამს რან გიდორი ICA-სთან საუბრისას, გამოთქვამს თავის მოსაზრებას ქართველებსა და აფხაზებს შორის დაახლოების პროცესთან დაკავშირებით და ამ პროცესის მნიშვნელოვან მიდგომებს გამოყოფოს.