ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერი მომავლისთვის #1 ნორმატივი

ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერი მომავლისთვის #1 ნორმატივი

წარმოგიდგენთ ICA-სა და ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის ერთობლივ პროექტს, რომელიც მოიცავს მხატვრული ტანვარჯიშის ვიდეო-გაკვეთილების ჩატარებას. პროექტის  მიზანია პანდემიისგან გამოწვეული შენელებული ცხოვრების რიტმის გააქტიურება და ახალგაზრდა თაობის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გაკვეთილები მოიცავს მხატვრული ტანვარჯიშის ძირითად ნორმატივებს და ხელს უწყობს მოზარდებში ტანვარჯიშის საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარებას.

#1 გაკვეთილი:

 

პროექტის ბოლოს დაგეგმილია კონკურსი, სადაც ბავშვები მხატვრული ტანვარჯიშის ნორმატივების 8 სავალდებულო ილეთს ჩააბარებენ. გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომელსაც ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია  სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს. 

კონკურსში  მონაწილეობა შეუძლიათ აფხაზეთში მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს.