გერმანიის ელჩის მშვიდობის ფორმულა

გერმანიის ელჩის მშვიდობის ფორმულა

| პროექტის ავტორი: ნანკა კიკალია |

გერმანიისა და საქართველოს ახლო ურთიერთობას ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს. ამ ორ ქვეყნის მეგობრობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო 200 წელი, რაც 1817 წელს შვაბიიდან საქართველოში გერმანელების ჩამოსახლებასთანაა დაკავშირებული.

გერმანია ევროკავშირის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც 1991 წელს ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, მომდევნო წელს საელჩოც კი გახსნა თბილისში. გერმანია ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

საგულისხმოა გერმანიის როლი საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც იგი საქართველოს სუვერენიტეტის და მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე აქტიური გულშემატკივარია.

გერმანიის ელჩი საუბრისას აღნიშნავს რომ ევროპა არის მშვიდობის ფორმულა, მაშასადამე ჩვენი სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ ძალიან გამართლებულიც კი არის:

,,შერიგება არის ევროპული ერთობის ცენტრალური ელემენტი. როდესაც ევროპაში შერიგება შედგა, ყველანი მივხვდით, რომ ჩვენ არა მარტო მორალურად კარგად ვგრძნობდით თავს, არამედ მატერიალურადაც. ერთი სიტყვით რომ ვთქვა - ფორმულა არის ევროპა!"