გამოფენა „ჩემი აფხაზეთი“

გამოფენა „ჩემი აფხაზეთი“

მწერალთა სახლმა ICA-ს  ღონისძიებას, ბავშვთა ნახატების გამოფენას „ჩემი აფხაზეთი“ უმასპინძლა.   

ICA- მ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში 15 წლამდე ასაკის პატარა მხატვრებმა აფხაზეთის თემაზე საკუთარი ფანტაზიები ტილოზე აღბეჭდეს და ნამუშევრები გამოაგზავნეს. 

მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეებისაგან   შემდგარმა კომისიამ  პატარა მხატვრების 20 საუკეთესო ნამუშევარი  შეარჩია. შერჩეულ ოცეულს მწერალთა სახლის შთამბეჭდავ სივრცეში, ადგილზე შესაძლებლობა  მიეცათ  დაეხატათ თავიანთი წარმოსახვის აფხაზეთი. გამოფენაში მონაწილე პატარა მხატვრები  საინტერესო და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  
ICA - ს ინიციატივით გამართულ ღონისძიებას, ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი დაესწრნენ.

მადლობა მხარდაჭერისთვის Coca-Cola-ს, გამომცემლობას „არტანუჯი", წიგნის მაღაზიათა ქსელს „ბიბლუსი“ და  მწერალთა სახლს.