თურქეთის ელჩის მშვიდობის ფორმულა

თურქეთის ელჩის მშვიდობის ფორმულა

| პროექტის ავტორი: ნანკა კიკალია |

თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც გვაღიარა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად და ქვეყნისთვის მძიმე ვითარებაში დახმარების ხელი გამოგვიწოდა. 1992 წელს კი,  საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ. 

თურქეთის საელჩო საქართველოში, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც მათ შორის მიმართულია დევნილი საზოგადოების გაძლიერებისკენ. 

თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საუბარში ხაზი გაუსვა, რაც საკმაოდ საინტერესო პასაჟი იყო, მუჰაჯირების თემას, თუ როგორ მუშაობენ და ჰარმონიულად თანაცხოვრობენ აფხაზებისა და ქართველების შთამომავლები თურქეთის ტერიტორიაზე, რომ კონფლიქტის მოგვარებისას, როდესაც ის ეთნიკური საფუძვლით დაიწყო, კონფლიქტის მხარეებს უნდა მიეცეს სამართლიანობის განცდა და იდენტობის აღიარება.

მე არ ვფიქრობ რომ არსებობს მშვიდობის განსაკუთრებული თურქული ფორმულა.  ჩემი აზრით, მშვიდობის ფორმულა უნდა მოიცავდეს მოქალაქეების კეთილდღეობას უპირველეს ყოვლისა და ერთიან დღის წესრიგს. დღის წესრიგში კი უნდა იყოს ასახული ხალხის სარგებელი, მათი კეთილდღეობა, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება და უკეთესი მომავალი.