დათო ევგენიძის მოგონებები აფხაზეთზე

დათო ევგენიძის მოგონებები აფხაზეთზე

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიტორი დათო ევგენიძე განსაკუთრებული ემოციითა და სიყვარულით საუბრობს აფხაზეთზე, კუთხეზე, რომელსაც მუსიკოსი სამოთხეს უწოდებს. ხელოვანი ბიჭვინთას, გაგრას, ლიძავას, სოხუმს მსოფლიოს ვერცერთ მხარეს ვერ ადარებს.

იქაურობა ხომ განსაკუთრებულია, სიკეთის კეთებისკენ განგაწყობს და მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს კარნახებს

ინტერვიუში დათო ევგენიძე აფხაზეთისთვის ჩვეულ განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობასაც ეხება და ემოციურად იხსენებს აფხაზ მეგობრებთან ურთიერთობებს. მუსიკოსს დღესაც აქვს კონტაქტი ზოგიერთ მათგანთან და აღნიშნავს, რომ მათაც, დღემდე აქვთ ქართველებთან თანაცხოვრების ნოსტალგია. დათო კულტურული ხიდების გადების აუცილებლობაზე საუბრობს.

მეტი ურთიერთობები და პროექტებია საჭირო ნდობის აღდგენისთვის

ხელოვანს სურვილი აქვს ენგურის ხიდზე აფხაზი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გამართოს. როგორც კომპოზიტორი აღნიშნავს, ყველა ქართველისთვის ყოველი დღე აფხაზეთზე ფიქრით უნდა იწყებოდეს. ეს სურვილი კი, შეიძლება ითქვას, რომ მუსიკოსს ცხოვრების წესადაც კი ექცა, სოციალურ ქსელში ხშირად ნახავთ დათო ევგენიძის სტატუსებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. აფხაზეთზე მოგონებებს კი, ინტერვიუს ჩაწერის დროს ექსპრომტად დაწერილი ლექსით ამთავრებს.