შარვაშიძეების სასახლე

შარვაშიძეების სასახლე

შარვაშიძეების სასახლე მდებარეობს გუდაუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხნში,  ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მიმდებარედ. თავდაპირველად სასახლე ორსართულიანი იყო და აგებული ყოფილა სხვადასხვა მასალით (კირქვაქვიშაქვააგური და სხვა). კედლების წყობაში რამდენიმე სამშენებლო ფენა შეიმჩნევა. ამასთანავე, უფრო ძველი აგებულია კირქვის ფილებით XVI-XVII საუკუნეებში XIX საუკუნეში სასახლე გადააკეთეს და მნიშვნელოვნად გააფართოვეს.

1866 წელს აქ დაიწყო რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ მიმართული აფხაზთა ანტიკოლონიური აჯანყება, რომლის ჩახშობისას, იმავე ელს სასახლე გადაწვეს. შარვაშიძეების უზარმაზარი სასახლიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა.

ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. სასახლე მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

სასახლებს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის  ძეგლის სტატუსი.