კელასურის კედელი

კელასურის კედელი

მსოფლიო ისტორიაში ჩვენთვის ცნობილია ჩინეთის დიდი კედელი, ასევე ვიცნობთ კავკასიის დიდ კედელს, თუმცა ბევრისათვის შესაძლოა უცხო იყოს ის, რომ საქართველოში, აფხაზეთის მხარეს გადაჭიმული იყო კელასურის კედელი იგივე აფხაზეთის დიდი კედელი, რომელსაც მისი არსებობის განმავლობაში მნიშვნელოვანი თავდაცვითი და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ერთ-ერთი ვერსიით კედელი ჯერ კიდევ ბერძნებს აუგიათ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რათა ახალშენები კორაქსებისაგან დაეცვათ.

ქართულ საისტორიო მწერლობაში კელასურის კედელზე მემატიანე,  ჯუანშერი საუბრობს. მას საკუთარ თხზულებაში კელასური მოხსენიებული აქვს, როგორც აფხაზეთის დიდი კედელი. „ზღუდე კლისურისა“ - ასე მოიხსენიებს ისტორიკოსი კელასურის ციხეს, როდესაც საქართველოში მურვან ყრუს ლაშქრობებს აღწერს.