ჩხორთოლის ეკლესია

ჩხორთოლის ეკლესია

გალის რაიონში, სოფელ ჩხორთოლში, საინტერესო არქიტექტურის ეკლესიას ვაწყდებით, რომლის საძირკველიც XI საუკუნით არის დათარიღებული, ტაძარს ასევე შემორჩა შვერილი აფსიდი. ხოლო მასზე ტაძრის ხელახლა დაშენება XVIII-XIX საუკუნეებში მოხდა.

ჩხორთოლის ეკლესია, ისევე ,როგორც სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლები აფხაზეთში მნიშვნელოვან კულტურულ დანატოვარს წარმოადგენს.

ტაძარი საერთო ჯამში იმეორებს ერთიან ქართულ ხუროთმოძღვრულ სურათს, თუმცა იკვეთება ინდივიდუალიზმი, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. როგორც ისტორიკოსები გვამცნობენ ტაძარი XV საუკუნემდე ფუნქციონირებდა , თუმცა დღემდე ,იგი მნიშვნელოვან კულტურულ დანატოვარს წარმოადგენს.