საუზმე დიპლომატებთან

საუზმე დიპლომატებთან

17 თებერვალს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ“ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ICA-ს მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

ICA-ს მენეჯერმა, ნანკა კიკალიამ  დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის მისია  და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სამშვიდობო პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა, რომელიც ასახავდა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების არსსა და ICA-ს სამშვიდობო ინიციატივებს. 

 

კონფლიქტის მოგვარებისა თუ ტრანსფორმაციის მიზნით, ICA-ს მიერ კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივები იქმნება. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობის მშენებლობის პროცესის განმტკიცება და ახალი დიალოგის დაწყება, ახალ ფორმატში.