კონკურსი პატარა მხატვრებისთვის

კონკურსი პატარა მხატვრებისთვის

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ICA - მ გადაწყვიტა გაახალისოს ბავშვების დღის რუტინა. მათთვის, ვინც გატაცებულია მხატვრობით და სურს საკუთარი ფანტაზიები აღბეჭდოს ტილოზე, ცხადდება კონკურსი.

თუ ხარ 15 წლამდე  ახალგაზრდა და გიყვარს ხატვა, გამოგვიგზავნე შენი ნამუშევარი ნებისმიერ თემატიკაზე 10 ივნისამდე.

ჩვენ შევარჩევთ 20 საუკეთესო ნამუშევარს, მათ ავტორებს კი მოვიწვევთ ვორქშოპზე, სადაც საშუალება ექნებათ დახატონ თავიანთი აფხაზეთი. გამოვლინდება 3 საუკეთესო სურათი, რომელთა შემქმნელებსაც საუკეთესო საჩუქრები ელოდებათ. 

ჩვენს ოცეულს მასტერკლასს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მხატვარი ქეთი დავლიანიძე ჩაუტარებს.