9 აპრილი, როგორც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო

9 აპრილი, როგორც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო

1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი პროტესტი არ დასრულებულა მშვიდობით. საბჭოთა არმია ქართველი ხალხის გულანთებული პროტესტის ჩახშობას ძალით შეეცადა. რუსთაველზე რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. დაშავდა ასობით ადამიანი და დაიღუპა 21 ქართველი. 

მიუხედავად დატრიალებული ტრაგედიისაა, ქართველებმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვეს. 2 წლის შემდეგ, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა!

" მადლობა დამოუკიდებლობისთვის! მადლობა თავისუფლებისთვის!"

9 აპრილი საქართველოს თავისუფლების მნიშვნელოვანი სიმბოლოა, ის საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეა. 

დიდი წვლილია იმ ადამიანების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ დღეს.:

1. აზა ადამია, 22 წლის;

2. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის;

3. ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის;

4. ნატო გიორგაძე, 23 წლის;

5. თამუნა დოლიძე, 28 წლის;

6. თინა ენუქიძე, 70 წლის;

7. ნინო თოიძე, 22 წლის;

8. ზაირა კიკვიძე, 61 წლის;

9. მანანა ლოლაძე, 34 წლის;

10. თამარ მამულაშვილი, 50 წლის;

11. ვენერა მეტრეველი, 45 წლის;

12. მამუკა ნოზაძე, 21 წლის;

13. ნანა სამარგულიანი, 41 წლის;

14. შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;

15. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;

16. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;

17. თამარ ჭოველიძე, 16 წლის;

18. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;

19. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის;

20. მანანა მელქაძე, 26 წლის;

21. გია ქარსელაძე, 25 წლის.